ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასი“ იაჰია სინვარის სიკვდილს ადასტურებს

„ჰამასი“ იაჰია სინვარის სიკვდილს ადასტურებს

„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი, ხალილ ალ-ჰაია დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის დაღუპვას ადასტურებს და აცხადებს, რომ სინვარის სიკვდილი მხოლოდ გააძლიერებს ჯგუფს.
მედიის ინფორმაციით, ხალილ ალ-ჰაიამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის პირობას დებს, რომ „ოკუპანტები“ მალე ინანებენ მის მოკვლას.
„ჰამასის“ მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელელი მძევლები არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ ღაზაში აგრესია არ დასრულდება და არ მოხდება ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების სრული გაყვანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.