ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ში ირანის მისია - იაჰია სინვარის სიკვდილი წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს

გაერო-ში ირანის მისია - იაჰია სინვარის სიკვდილი წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს

გაერო-ში ირანის მისია აცხადებს, რომ აქტიურ საომარ ზონაში იაჰია სინვარის დაღუპვის გარემოებები წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს.
„როდესაც მუსლიმები ხედავენბრძოლის ველზე მდგარ მოწამე სინვარს - საბრძოლო ჩაცმულობით და ღიად, მტრის პირისპირ და არა სამალავში - წინააღმდეგობის სული გაძლიერდება“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.
„ის გახდება მაგალითი ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც გააგრძელებენ მის გზას პალესტინის განთავისუფლებისკენ. სანამ არსებობს ოკუპაცია და აგრესია, წინააღმდეგობა გაგრძელდება, რადგან მოწამე რჩება ცოცხალი და შთაგონების წყაროდ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა "ჰამასის" პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია განახორციელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.