არქივი5 მარტი, 2024, 11:06
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ კაიროში გამართული მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წარუმატებლად დასრულდა
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ კაიროში გამართული მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წარუმატებლად დასრულდა, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.
„ნეთანიაჰუს შეთანხმების მიღწევა არ სურს და ბურთი ახლა ამერიკელების მოედანზეა, რათა შეთანხმების შესახებ მასზე ზეწოლა მოახდინონ“, - განაცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა.
ბასემ ნაიმმა აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ მოლაპარაკებების დროს შუამავლებს თავისი წინადადება წარუდგინა.
ისრაელმა კაიროში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.