„ჰამასი” აცხადებს, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

„ჰამასის“ განცხადებით, მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
„პატიმრების (ისრაელელი მძევლები) გათავისუფლება, რომელიც მომავალ შაბათს, 2025 წლის 15 თებერვალს იყო დაგეგმილი, შემდგომ შეტყობინებამდე გადაიდო, სანამ საოკუპაციო რეჟიმი ბოლო კვირების განმავლობაში აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, – განაცხადა „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ.
მისი თქმით, ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს უშლის.
ცნობისთვის, 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 21 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან 730-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!