ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტონიო გუტერეში „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ანტონიო გუტერეში „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ღაზაში საომარი მოქმედებების განახლება, რომელიც უზარმაზარ ტრაგედიას გამოიწვევს, თავიდან ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ. „ჰამასს“ მძევლების დაგეგმილი გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოვუწოდებ“, - აცხადებს ანტონიო გუტერეში.
მისი თქმით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.