„ჰამასი“ – არ მივიღებთ არანაირ შეთანხმებას, რომელიც ომის დასრულებას არ ითვალისწინებს – ღაზაში სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა გვსურს

“ჰამასი“ აცხადებს, რომ არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას.
დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ რაიმე შეთანხმება მოხდება, ისრაელმა აგრესია უნდა შეწყვიტოს და ღაზა დატოვოს.
ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მათ ღაზაში “სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა” სურთ.
„ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის სრულ და ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე და არა დროებით ზავზე. შესაძლებელია დანარჩენი დეტალების განხილვა, მათ შორის მძევლების გათავისუფლება“, – აღნიშნა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, მანამდე, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ პარიზში -ის, ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. მისი თქმით, მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა