„ჰამასი“ – ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მივიღეთ და შევისწავლით

დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, მათ პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღეს, რომელსაც შეისწავლიან.
ჰანიეს თქმით, „ჰამასის“ პრიორიტეტია შეაჩეროს ისრაელის სამხედრო შეტევა და უზრუნველყოს ისრაელის ჯარების სრული გაყვანა ღაზის სექტორიდან. მანამდე, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ პარიზში -ის, ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
მისივე თქმით, მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან.
აღნიშნული კომენტარის შემდეგ განცხადება გაავრცელა „ჰამასმა“ და განმარტა, რომ არ მიიღებენ არანაირ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას.
ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მათ ღაზაში „სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა“ სურთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა