ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰამასის თქმით, ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე პასუხი მიიღეს

27 აპრილს ჰამასის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთავაზებაზე პასუხი მიიღეს. მათი თქმით, ისინი პასუხს შეისწავლიან და იმსჯელებენ, რის შემდეგაც შესაბამისად იმოქმედებენ.
"დღეს ჰამასმა სიონისტური ოკუპანტი რეჟიმისგან ოფიციალური პასუხი მიიღო შეთავაზებაზე, რომელიც ეგვიპტემ და კატარმა წარადგინეს" - თქვა ხალილ ალ-ჰაიამ.
26 აპრილს ეგვიპტური დელეგაცია ისრაელს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე და ღაზაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები იყო.
25 აპრილს აშშ-მ და სხვა სახელმწიფოებმა მოუწოდეს ჰამასს დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ისრაელელი მძევლები, რომლებიც ტყვეობაში 7 ოქტომბრის შემდეგ იმყოფებიან.
აქამდე ჰამასის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ისრაელი კატეგორიულად არ განიხილავდა, იყო ღაზიდან ისრაელის თავდაცვის ძალების სრულად გაყვანა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.