ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰამასის ლიდერი ილონ მასკს ღაზის სექტორში ეპატიჟება

ჰამასის მაღალმა თანამდებობის პირმა ოსამა ჰამდანმა ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ისრაელის დაბომბვის შედეგების სანახავად ღაზას სექტორში მიიწვია.
"ჩვენ მას [ილონ მასკს] ვიწვევთ ღაზაში რათა ნახოს ის საშინელებები, რაც ღაზის სექტორის ხალხის მიმართ არის ჩადენილი" - თქვა ოსამა ჰამდანმა ბეირუთში პრესკონფერენციაზე.
რამდენიმე დღის წინ ილონ მასკი ისრაელს ეწვია, სადაც პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და ჰამასის ტერორისტების მიერ დარბეულ კიბუცს ესტუმრა. ილონ მასკის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი Twitter) ბოლო დროს ხშირად მოიხსენიება, როგორც პლატფორმა ანტისემიტიზმის და სიძულვილის გაღვივებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.