ილონ მასკს სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ ღაზას აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს

ილონ მასკმა ს პრემიერ-მინისტრს ს უთხრა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ სურს ღაზას სექტორის აღდგენაში წვლილი შეიტანოს.
“ჰამასის განადგურების შემდეგ, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია უნდა მოვახდინოთ, მოგვიანებით კი ღაზის სექტორი უნდა აღვადგინოთ”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რაზედაც ილონ მასკმა მიუგო, რომ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი მასაც აქვს.
ილონ მასკი ისრაელში მას შემდეგ ჩავიდა, რაც მსოფლიოს უდიდესი კომპანიებმა, მათ შორის Apple-ი, Disney-ი, Comcast-ი, Warner Bros Discovery-ი მასკის არსებულ სოციალურ ქსელში, X-ში (ყოფილი Twitter-ი) რეკლამების განთავსება შეწყვიტეს და შედეგად კომპანიას ძლიერი ფინანსური ზიანი მიადგა. კომპანიების ამ გადაწყვეტილების მიზეზი ილონ მასკის ანტისემიტური განცხადება იყო, სადაც ის სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტს დაეთანხმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ გარკვეული ებრაული ჯგუფები თეთრკანიანი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის ნარატივის გაღვივებას ცდილობენ.

ასევე დაგაინტერესებთ