არქივი17 დეკემბერი, 2023, 07:41
„ჰამასთან“ ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.
„ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელელი სამხედროების მიერ ღაზაში ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.