ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი არ შეწყვეტს ომს გამარჯვებამდე

ისრაელი არ შეწყვეტს ომს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება - გამარჯვებამდე, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სხვა რაუნდი არ იქნება. არსებობს ეროვნული კონსენსუსი, რომელიც მოიცავს მთელ ხალხს: უნდა იყოს გამარჯვება - ბრძოლა გაგრძელდება, სანამ მიზნები არ შესრულდება. ეს რთული და სასტიკი ომია და თქვენ იცით, რა რთულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჯარისკაცების სიცოცხლე", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.