ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰალევი: ომი კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის ჰერცი ჰალევის თქმით, ჰამას-ისრაელის ომი კიდევ მრავალ თვეს გაგრძელდება. ამის შესახებ მან 26 დეკემბერს სატელევიზიო ჩართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა, რისკენაც მათ საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს, არაა მარტივად მისაღწევი მიზანი.
"არ არსებობს მაგიური გადაწყვეტები. არ არსებობს მოკლე გზა ტერორისტული ორგანიზაციის გასანადგურებლად, მხოლოდ მიზანმიმართული და ჯიუტი ბრძოლა. ჩვენ მივწვდებით ჰამასის მეთაურობასაც, არ აქვს მნიშვნელობა ამას ერთი კვირა დასჭირდება თუ თვეები" - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ჰერცი ჰალევიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.