არქივი27 დეკემბერი, 2024, 22:52
ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია

კონგრესმენმა ჯო უილსონმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.
„მოხარული ვარ, როგორც საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გავუგზავნო მიწვევა. ვიცი მისი მამაცობის შესახებ იმ თავდასხმის წინაშე, რომელსაც აწყობენ ივანიშვილი და მისი მეგობრები ჩინეთის კომპარტიასა და ირანულ რეჟიმში“, — წერს იგი.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.