კონგრესმენმა უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია

“მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. პატივს ვცემ მის გამბედაობას, ივანიშვილისა და მისი ჩინეთის კომპარტიისა და ირანული რეჟიმის მეგობრების თავდასხმის ფონზე”, – დაწერა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
გასული დღეების განმავლობაში სამხრეთ კაროლინელმა კონგრესმენმა საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.
“ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?” – დაწერა უილსონმა 26 დეკემბერს, აშშ-ის ხაზინის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინა დღეს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
კითხვაზე, არის თუ არა დაპატიჟებული უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრამპმა 16 დეკემბერს უპასუხა, რომ ის ჯერ არ დაუპატიჟებია, მაგრამ თუ თავად ენდომება, “სიამოვნებით მიიღებდა”.
ინაუგურაციაზე დასასწრებ ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც და ისინი თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან