არქივი1 აპრილი, 2025, 09:22
ჯო უილსონი - ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, თავისუფლებისადმი მათი ერთგულება არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეხმაურება.
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა დაბეჯითებით აირჩია დამოუკიდებლობის აღდგენა სსრკ-ს ოკუპაციის ქვეშ ყოფნის შემდეგ“, - წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს 125 დღეა მართავენ.
„მაშინ, როცა ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.