ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

პროტესტის 122-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
კერძოდ, თბილისში, 14:00 საათზე ქალი მძღოლების მსვლელობა გაიმართება - Scoot Scoot-ის შოურუმთან (გ. ჩუბინაშვილის #63)
19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
20:00 საათზე - პროტესტი პარლამენტთან
რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე - სამშობლოს სამსახურში!
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე - რუსული რეჟიმის წინააღმდეგ;
თელავში, მერიის წინ, 19:00 საათზე - უწყვეტი პროტესტი;
ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე - კი ევროპას, არა რუსეთს!
ჩხოროწყუში, მერიის წინ, 20:00 საათზე - გაბედე პროტესტი ყოველდღე!

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.