ჯო უილსონი: ტრამპს ივანიშვილის რეჟიმზე ვუამბე

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა და ივანიშვილის რეჟიმზე ინფორმაცია გაუზიარა.
„მოხარული ვარ დონალდ ტრამპთან შეხვედრით. მე მას ვუამბე თავისუფლებაზე ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმის შესახებ და მის კორუფციულ გარიგებებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ურთიერთობაზე CCP-სთან და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას აპირებდა. ასევე, გავუზიარე საქართველოს მეგობრების წერილი“, — წერს ჯო უილსონი.
საუბარია წერილზე, რომლითაც 45-მა კანონმდებელმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა ტრანსატლანტიკური პოლიტიკური სპექტრიდან დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდეს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)