არქივი13 იანვარი, 2025, 19:24
უილსონი: ტრამპს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე მოვუყევი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ის X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ტრამპს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
"მადლობელი ვარ, რომ დონალდ ტრამპს შევხვდი. მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე, კორუფციულ კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა. მას ასევე გავაზიარე "საქართველოს მეგობრების" წერილი"- წერს უილსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.