არქივი5 იანვარი, 2025, 05:10
ჯო უილსონი - რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატა და სენატი დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ

საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატა და სენატი დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“[წარმომადგენელთა პალატის] სპიკერ მაიკ ჯონსონისა და [სენატის უმრავლესობის ლიდერის] ჯონ თუნის ლიდერობით რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატა და სენატი დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ ტრამპის დღის წესრიგისთვის ძალის მეშვეობით მშვიდობის მისაღწევად, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღსადგენად“, - წერს უილსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.