არქივი8 იანვარი, 2025, 22:08
ჯო უილსონი - ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს - დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად

დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად.
ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიად ამერიკულ ტრადიციას. დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად”, - წერს უილსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.