ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - მივესალმები, ევროპარლამენტი მიყვება კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია

ჯო უილსონი - მივესალმები, ევროპარლამენტი მიყვება კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია

მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია,- ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს “ქართული ოცნების” არც მთავრობას და არც პრეზიდენტს.
“მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე”, - წერს უილსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.