ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი: მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც მხარს უჭერს "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს

ჯო უილსონი: მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც მხარს უჭერს "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება. ის მიესალმება ევროპარლამენტის მხარდაჭერას, რომელიც ეყრდნობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტსა" და დეკლარაციას.

უილსონის თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევა, სანამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

"მე მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს კონგრესის დეკლარაციასა და "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს", რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ლეგიტიმური ლიდერი, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები," – დაწერა უილსონმა X-ზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.