ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი მელიას დაკავებაზე: ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ

ჯო უილსონი მელიას დაკავებაზე: ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ

ონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.

უილოსონი წერს, რომ “ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. გამოსავალი სანქციებია.“ 

"ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმმა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, როგორც წინა თავდასხმისას ოპოზიციაზე. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. სანქციები გამოსავალია!" - წერს უილსონი. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.