არქივი29 მაისი, 2025, 22:36
“ანტიამერიკულ რეჟიმს უნდა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდოს… სანქციებია გამოსავალი” – უილსონი

კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ გამოსავალი სანქციებია.
“ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, როგორც წინა თავდასხმისას ოპოზიციაზე. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. სანქციები გამოსავალია!” – წერს უილსონი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ცოტა ხნის წინ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.