-ის კონგრესში “ქართული ოცნების” მთავრობის არაღიარების აქტი დარეგისტრირდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს -ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას.
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ავტორები არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი ტენესიდან სტივ კოენი.
კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში ვკითხულობთ, რომ აქტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და დამატებით, იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
„[ამერიკის შეერთებულმა შტატებმა] ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ან მისი ნებისმიერი მოკავშირე (proxies)“, – წერია დოკუმენტში
დოკუმენტი აშშ-ის მთავრობას უკრძალავს “ნებისმიერ მოქმედებას ან ფედერალური სახსრების გამოყოფას, რათა აღიაროს ან ნებისმიერი ფორმით იგულისხმოს ბიძინა ივანიშვილის ან [მისი მოკავშირე ნებისმიერი] მთავრობის აღიარება”.
გარდა ამისა, კანონპროექტი „საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად“ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, 26 ოქტომბრის არჩევნებს კი „გაყალბებულს“ უწოდებს.
კონგრესმენმა ჯო უილსონმა 8 იანვარს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ აშშ არ აღიარებს “[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმს” და, რომ იგი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებს საქართველოში ახალი არჩევნების მისაღწევად.
“ამერიკა არ ცნობს [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმს. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი ტირანული რეჟიმების არაღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას აგრძელებს
და მე ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად”.
საკანონმდებლო აქტის კიდევ ერთი პუნქტი უკავშირდება „საქართველოს კონსტიტუციის აღდგენას“, რაც გულისხმობს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“ – თავის მხრივ, აშშ-ის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარემ და თანათავმჯდომარემ უნდა განსაზღვრონ, იყო თუ არა 26 ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი.
კანონპროექტის დამტკიცებას დასჭირდება ჯერ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, შემდეგ კი სენატის თანხმობა. მომდევნო ეტაპზე, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა. ამ თანამდებობას 20 იანვარს მეორედ დაიკავებს .
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას სამართლებრივი ძალა ექნება და შესაბამისად, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკად იქცევა.
“ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, ჯო უილსონი ცნობილია კრიტიკული განცხადებებით საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. მისი სახელი ფიგურირებდა 8 იანვარს “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილში. პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთებულ განცხადებაში ამტკიცებდნენ, რომ “ჯო უილსონი არის „დიპ სტეიტის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს