ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენამ დონალდრ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყარომ, ასევე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
“პრეზიდეტმა ბაიდენმა გამოხატა თავისი მზადყოფნა უზრუნველყოს [ძალაუფლების] მშვიდად გადაცემა და ხაზი გაუსვა ქვეყნის გასაერთიანებლად მუშაობის მნიშვნელობას. მან, ასევე, მიიწვია პრეზიდენტად არჩეული ტრამპი თეთრ სახლში მასთან შესახვედრად. პერსონალი უახლოეს მომავალში მოახდენს ზუსტ თარიღზე კოორდინაციას,” - განაცხადა წყარომ.
თეთრის სახლის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ესაუბრა და “ვიცე-პრეზიდენტს მისი ისტორიული კამპანია მიულოცა”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.