ჯო ბაიდენმა და ბენიამიმ ნეთანიაჰუმ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებკაიროში დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ-ის აქტიური და მიმდინარე ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას ირანის ყველა საფრთხისგან, მისი მარიონეტული ტერორისტული ჯგუფების „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და „ჰუსიტების“ ჩათვლით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასრულების აუცილებლობას და განიხილა მომავალი მოლაპარაკებები კაიროში, რომლის მიზანი დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, ისრაელი და „ჰამასი“ აწარმოებენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.