ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დოჰაში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

დოჰაში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ამერიკელ და ეგვიპტელ კოლეგებთან და კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას „მოსადის“ დირექტორი, დევიდ ბარნეაც მიიღებს.
ჯერჯერობით უცნობია, გაგზავნა თუ არა „ჰამასმა“ მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.