ჯო ბაიდენი – „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ირანს “პირადი” შეტყობინება გავუგზავნეთ

ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ირანს “პირადი” შეტყობინება გავუგზავნეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა.
“კერძოდ გადავეცით ეგ [მესიჯი] და დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებულნი,” – განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – აღწერს თუ არა ტერმინი “ტერორისტული” ჰუსიტების დაჯგუფებას? – ბაიდენმა დადებითად უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წელს ჰუსიტები სახელმწიფო დეპარტამენტის “უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების” სიიდან გამოიყვანა.
ცნობისთვის, ჰუსიტების დაჯგუფება “ძლიერი და ეფექტიანი პასუხით” დაიმუქრა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 13 იანვრის ღამეს იემენში მათ ობიექტებზე მორიგი დარტყმები მიიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება