ჯონ კირბი – „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად აშშ ირანთან კონფლიქტს არ ეძებს

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად აშშ ირანთან კონფლიქტს არ ეძებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-მა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შესაჩერებლად თეირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტს არ ეძებს.
„ესკალაციას არ ვეძებთ და ბოლო დღეებში მომხდარის მიღმა ესკალაციის მიზეზი არ არსებობს.
ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ ამ სამიზნეებზე [ავიადარტყმების] უშუალო გავლენას. ეს სამუშაო მიმდინარეობს. ასე რომ, ვფიქრობ, უახლოეს საათებში გვექნება მიყენებული ზიანის სპეციფიკაზე უკეთესი წარმოდგენა“, – განაცხადა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ავიადარტყმების სამიზნეებს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ რაკეტებისა და დრონების შენახვის, გაშვებისა და მართვის ადგილები წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს