ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე - ეს აღმაშფოთებელია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის დასმა არ არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება „აღმაშფოთებელია".
"ნება მომეცით, გარკვევით განვმარტო: რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის დასმა არ არსებობს - არანაირი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება“, - აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.