არქივი20 მაისი, 2024, 18:38
ბაიდენი ICC-ის პროკურორზე: შეუძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა ისრაელსა და ჰამასს შორის
სისხლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოთხოვნა გაიცეს ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერი აღმაშფოთებელია. ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა: რაზეც არ უნდა იძლეოდეს მინიშნებებს ICC-ის პროკურორი, შეუძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა ისრაელსა და ჰამასს შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის მხარეს და ვიბრძოლებთ მისი უსაფრთხოებისთვის.
ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ICC-ის პროკურატურის ინიციატივას გასცეს ისრაელელი მაღალჩინოსნებისა და ჰამასის ლიდერების დაკავების ორდერები.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.