ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი - მე ვარ ის, ვინც ვლადიმერ პუტინი შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არის ის, ვინც რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი შეაჩერა.
„მე ვარ ის, ვინც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაფართოებას შევძლებდი. მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-ით. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი - არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც - უკრაინის დასახმარებლად“, - განაცხადა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია.
“არა მგონია, ვინმე იყოს ჩემზე მეტად კვალიფიციური პრეზიდენტობისთვის ან ამ რბოლის მოსაგებად“, - აღნიშნა ბაიდენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.