ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩაფრინდა, სადაც ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“, - აცხადებენ კრემლში.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებთან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.