ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

-ის პრეზიდენტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. „ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. მე უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში.
როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა კატარის, ეგვიპტისა და ს ლიდერებს შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მათივე ცნობით, ოთხდღიანი ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი