პალესტინის პრეზიდენტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa ავრცელებს.
„პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ხელმძღვანელობა ჰუმანიტარული ზავის შესახებ შეთანხმებას მიესალმებიან, აფასებენ კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას და აგრძელებენ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შეწყვეტის და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის შესახებ მოწოდების გაკეთებას“, – განაცხადა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჰუსეინ ალ-შეიხმა.
„აბასი უფრო ფართო პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს, რომელიც ლეგიტიმურობასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება, რაც გამოიწვევს ოკუპაციის დასრულებას და პალესტინელი ხალხის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას“, – ალ-შეიხის სიტყვებს პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ