ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს დააკვირდება

„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დააკვირდება, – ინფორმაციას ფონდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება, სასამართლო გადაწყვეტს, დატოვოს თუ არა იგი წინასწარ პატიმრობაში. სასამართლო პროცესს TrialWatch-ი დააკვირდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კლუნების ფონდი აღნიშნავს, რომ დღეს დილით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა, სადაც საუბარია უფლებების მრავალჯერად დარღვევაზე.
„მსოფლიო აკვირდება“, – წერს კლუნების ფონდი.
ცნობისთვის, „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ თანადამფუძნებლები ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი, უფლებადამცველი ამალ კლუნი არიან. ფონდი უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად 40-ზე მეტ ქვეყანაში.
მიმდინარე წლის მარტში ფონდმა განაცხადა, რომ ინიციატივა TrialWatch-ი, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ახორციელებს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს