ჯორჯია მელონი – მათ, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერათ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ შეიძლება გაუხარდეთ

მათ, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერათ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ შეიძლება გაუხარდეთ, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი პარიზის სასამართლოს მიერ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა, რომელმაც ლე პენი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.
„არავის, ვისაც დემოკრატიის ნამდვილად სჯერა, შეიძლება გაუხარდეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიის ლიდერზე გავლენას ახდენს და მილიონობით მოქალაქეს წარმომადგენლობას ართმევს“, – წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ძალიან დიდი ამბავი“ უწოდა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი ამბავია. ამის შესახებ ვიცი და ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ განაჩენს არ გამოიტანდნენ. მას კენჭისყრაში მონაწილეობა ხუთი წლით აეკრძალა და ის მთავარი კანდიდატი იყო. ეს ამ ქვეყანას ჰგავს, ამ ქვეყანას ძალიან ჰგავს“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)