გაბრიელ ატალი: ჩვენ ვიცით, როგორ გამოიყურება წინააღმდეგობა ჩაგვრის წინააღმდეგ. მას არ აქვს მარინ ლე პენის სახე, მას სალომე ზურაბიშვილის სახე აქვს

“როდესაც მარინ ლე პენი ბედავს საკუთარი თავის შედარებას ალექსეი ნავალნისთან, ვლადიმირ პუტინის რუს ოპოზიციონერთან რომელიც რეჟიმმა მოკლა.
მაშინ, როდესაც მისი [ლე პენის] პარტიის კავშირები კრემლთან დადასტურებულია, როცა მისი პარტიის არჩეულმა წარმომადგენლებმა ხმა არ მისცეს ნავალნის მხარდაჭერას ევროპარლამენტში.
ქალბატონო ლე პენ, თქვენ არ ხართ ალექსეი ნავალნი. თქვენ ხართ მისი ჯალათის ერთ-ერთი პაიკი. თქვენ არ გაქვთ არც მისი სიმამაცე და არც მისი იდეალები.
ჩვენ ვიცით, როგორ გამოიყურება წინააღმდეგობა ჩაგვრის წინააღმდეგ. მას არ აქვს მარინ ლე პენის სახე, მას სალომე ზურაბიშვილის სახე აქვს” – თქვა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის “აღორძინების” გენერალურმა მდივანმა, გაბრიელ ატალმა პარტიის შეხვედრაზე
საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის “აღორძინების” შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“