ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯონ კირბი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ლიბანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თადასხმები „ღრმად შემაშფოთებელია“

ისრაელის მიერ ლიბანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო თეთრი სახლი ღრმად შეშფოთებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებული თავდასხმები ღრმად შემაშფოთებელია, რადგან ისინი ამ კონფლიქტის ნაწილს არ წარმოადგენენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის სხვა ტერიტორიებზე გავრცელება არ სურს.
CNN-ის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე იერიში 34-ჯერ მიიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.