ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში დატყვევებული საკუთარი მოქალაქეების შეცდომით მოკვლას თელ-ავივში საპროტესტო მსვლელობა მოჰყვა

მას შედეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ, ღაზის სექტორში, სამი ისრაელელი მამაკაცის შეცდომით მოკვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თელ-ავივის ქუჩებში ასობით მომიტინგე გავიდა, – ამის შესახებ BBC წერს.
აქციის მონაწილეებმა, პლაკატებითა და სანთლებით, მსვლელობა მოაწყეს თელ-ავივში მდებარე სამხედრო ბაზისკენ და მთავრობას მოუწოდეს, დაიწყოს მოლაპარაკებები “ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი დანარჩენი მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში, ოპერაციის დროს, ისრაელის არმიამ, შეცდომით, ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, დაღუპულია სამი მძევალი – 22, 26 და 28 წლის ბიჭები.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო