ჯონ კირბი: აშშ უკრაინას შეიარაღების კიდევ ერთ პარტიას მიაწვდის

აშშ უკრაინას მიაწვდის იარაღის კიდევ ერთ პარტიას, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის – იუწყება თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, ჯონ კირბი.
“მომავალ დღეებში იხილავთ აშშ-ის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა დაამტკიცა. და ის, ცხადია, მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინისთვის” – თქვა კირბიმ. მას არ დაუკონკრეტებია როდის აპირებს აშშ გამოაცხადოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, ან რა ტიპის იარაღი იქნება მასში გათვალისწინებული.
უკრაინა 27 დეკემბერს იუწყებოდა, რომ ვაშინგტონისგან დამატებით მიიღო 465 მილიონი დოლარი, ხოლო მსოფლიო ბანკისგან – 20 მილიონი დოლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად.
სააგენტო როიტერსი 20 დეკემბერს წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ახლო მომავალში გეგმავს უკრაინას გამოუყოს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება. პაკეტში, სააგენტოს ცნობით, შევა საჰაერო თავდაცვის რაკეტები და საარტილერიო ჭურვები.
სახელმწიფო დეპარტამენტი მანამდე აცხადებდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს 20 იანვრამდე – პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე – გამოყენოს ყველა საშუალება, რომელიც კიევის დასახმარებლადაა გამოყოფილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება