ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯონ კირბის განცხადებით, კაიროში მოლაპარაკებების ფარგლებში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასს“ ახალი წინადადება წარუდგინეს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში „ჰამასს“ ახალი წინადადება წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ავრცელებს.
„ჩვენ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის პასუხს ველოდებით. ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის დელეგაციას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობდა.
ჯონ კირბის ცნობით, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღეს თეთრ სახლში ისრაელის ოპოზიციის ლიდერს, იაირ ლაპიდს შეხვდება.
ასევე, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გუშინ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 300-ზე მეტი სატვირთო შევიდა, რაც პროგრესია, თუმცა თეთრი სახლი ისრაელზე ზეწოლას გააგრელებს, რათა ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.