ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, - ინფორმაციას ეგვიპტური გამოცემა Al Qahera News-ი ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ გრძელდება მცდელობები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.
„კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდი თვალსაზრისების დაახლოების კუთხით დიდ პროგრესს განიცდის“, - ციტირებს Al Qahera News-ი წყაროს.
მისი მტკიცებით, მხარეებმა „ძირითად ღერძებზე“ შეთანხმებას მიაღწიეს.
წყაროს ინფორმაციით, კატარისა და „ჰამასის“ დელეგაციები დატოვებენ კაიროს და დაბრუნდებიან ორ დღეში, რათა საბოლოო პირობები შეათანხმონ. აშშ-ისა და ისრაელის დელეგაციები რამდენიმე საათში გაემგზავრებიან, თუმცა კონსულტაციები მომდევნო 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.