არქივი13 მარტი, 2024, 19:41
ჯოზეფ ბორელი - ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა - მესიჯი ნათელია, დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა.
ფონდი საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება კიდევ 5 მილიარდი ევროთი გავზარდოთ.
მესიჯი ნათელია: უკრაინას დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ”, - წერს ბორელი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.