ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი - იმედი მაქვს, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის მშვიდობის ფონდის 5 მილიარდი ევროთი გაზრდას და გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების საკითხებს განიხილავენ.
„იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. პირველი არის უკრაინის მხარდაჭერის ფონდი ევროპის მშვიდობის ფონდის 5 მილიარდი ევროთი შევსებით, რაზედაც მსჯელობა კვირების განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, დღეს მინისტრები აუცილებლად დაამტკიცებენ ამას“, - განუცხადა ბორელმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მისივე თქმით იმედოვნებს, რომ მინისტრები მიაღწევენ პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად, კერძოდ, უკრაინის თავდაცვის დაფინანსების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით გამოყენების საკითხზე.
„იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება პოლიტიკური შეთანხმება, რომ საბოლოოდ გადავიდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მოქმედებაზე”, - აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, მინისტრები ასევე აპირებენ სანქციების დაწესებას რუსი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბორელმა განაცხადა, რომ შეხვედრაში ვიდეო კონფერენციის საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.