ჯოზეფ ბორელი – მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, მისი გაზრდისა და დაჩქარების დროა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ახლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„დღეს მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შესუსტების დრო არ არის, პირიქით მისი გაზრდისა და დაჩქარების დროა“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინას საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში უნდა დაეხმაროს.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი და საექსპერტო კონსულტაციები უკრაინის მიმართ უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ უკრაინას ოპერატიული და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ, მაგრამ ასევე, პროგნოზირებად გრძელვადიან დაფინანსებაზეც უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”