ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ რუსეთის გეგმებს კატეგორიულად გმობს

ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ რუსეთის გეგმებს კატეგორიულად გმობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის ახალ მცდელობას, რომ უკრაინის ტერიტორიების თავისი დროებითი და უკანონო ანექსიის ლეგიტიმაცია მოახდინოს. ე.წ. „არჩევნები“ გაერო-ს წესდებასა და უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უხეშად არღვევს. რუსეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე მსგავსი ქმედება განახორციელოს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
„ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. რუსეთმა თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს“, - აღნიშნა ბორელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.