არქივი6 თებერვალი, 2024, 11:37
ჯოზეფ ბორელი - კიევში ვიმყოფები, რათა უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა განვიხილო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას და ასევე რეფორმების განხორციელების საკითხს განიხილავს.
„დავბრუნდი კიევში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეოთხე ვიზიტით. აქ ვიმყოფები, რათა ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად განვიხილო ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ - სამხედრო, ფინანსური და უკრაინის ახალი მექანიზმის კუთხით - ასევე ევროკავშირის რეფორმების გზაზე“, - აღნიშნა დაწერა ბორელმა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.